წესები და პირობები
პირადი მონაცემები
ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც zero.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.
მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.
აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, zero.ge-ს ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.
ნებისმიერი საიტზე შემომსვლელი, პროდუქტის გვერდიდან “განვადების 2 ველიანი” განაცხადის ღილაკზე ხელის დაჭერის წინ წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება zero.ge-სთან და შემდგომში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას მათთვის პირადი მონაცემების გაზიარების დროს.
სხვისი მონაცემების არაკეთილსინდიერად გამოყენების შესაძლო შემთხვევის დროს, zero.ge-ს წესებსა და პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ დავის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მომხმარებლის IP მისამართი, რითაც გამოიგზავნა პირველადი განაცხადი და მასსა და zero.ge-ს ოპერატორს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის ხანგრძლივობა და შინაარსი. ასევე, მიმდინარე და ამ გვერდზე განთავსებული წესები და პირობები.
წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში ამ ცვლილების თარიღი დამატებით მითითებული იქნება ამავე გვერდზე. ინტერესის შემთხვევაში ეს მონაცემი შესაძლოა გაკონტროლდეს საიტის ადმინ პანელიდან, სადაც მისი ხელოვნური ცვლილება Shopify-ს შიდა ძრავის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, თეორიულად შეუძლებელია.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, zero.ge არ ინახავს თქვენ საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ BOG Ipay-ის (ipay.ge) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს “საქართველოს ბანკის” დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
წესები და პირობები
Შპს ზერო გრუპი და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
წინამძღვრები და პირობები
- ზერო არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
- კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. ზეროს მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
- ზერო საშუალებას აძლევს კლიენტს, ნივთის მიწოდებისას, ვიზუალურად დაათვალიერებინოს შერჩეული პროდუქტი და მოწონების შემთხვევაში იყიდოს ნივთი.
- შეკვეთის განხორციელება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია დეპოზოტის განთავსებით. ასევე ზეროსთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
- ნივთის შესაძენად კლიენტი ზეროს საბანკო ანგარიშზე ანთავსებს თანხას დეპოზიტის სახით.
- კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ზეროს პარტნიორი ბანკების განვადების სერვისით და ამ გზით უზრუნველყოს დეპოზიტის განთავსება.
- ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
- ნივთის განვადებით შესაძენად, ზერო დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად. ნივთის განვადებით ყიდვის შემთხვევაში კლიენტს შესაძლოა დასჭირდეს არაუმეტეს 5 ლარიანი საკომისიოს გადახდა, რომელიც დამოკიდებულია მომსახურე ბანკსა და ზეროს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.
- განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.
- განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.
- ზეროს ვალდებულებები
- ზერო, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
- კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა ან მოითხოვოს განვადების გაუქმება.
- ნივთის შეძენის შემთხვევაში, ზერო უზრუნველყოფს ნივთის შეძენასთან და კლიენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რაც მოიცავს ნივთის შეკვეთას, ტრანსპორტირების ორგანიზებას საქართველომდე, ნივთის დეკლალირებასთან და განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და საბოლოოდ კლიენტისთვის მის მიწოდებას.
- მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე და დეპოზიტის სახით მიღებული თანხიდან დაიფარება ნივთის ღირებულება.
- კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, ზერო უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა მითითებულია კონკრეტული პროდუქტის აღწერაში.
- კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან ისურვეს მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
- შეკვეთის მიღება
- დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
- თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა.
- დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
- თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
- ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დამტვრევის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
- მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
- კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
- შპს ზერო გრუპის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა
- პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.
- სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
- ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.
- პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
- პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.
- წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.
- შეცვლა არ ექვემდებარება შემდეგი პროდუქცია:
- სააქციო პირობებით შეძენილი პროდუქცია
- შეძენილი პროდუქცია რომლის იმპორტიც/წარმოებაც განხორციელდა სპეციალურად მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით.